შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავა (ვიდეო)

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1990 წელს დაბადებული ე.ი. და 1985 წელს დაბადებული ქ.ქ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე სასტუმროსა და კლუბში, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც დაზარალებულებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა ჩამოართვეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
https://www.facebook.com/miaofgeo/videos/899829913452342/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები