მრავალსართულიანი კორპუსიდან არასრულწლოვანი გოგონა გადმოვარდა

უბედური შემთხვევა თბილისში. არასრულწლოვანი გოგონა მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩაზე მოხდა.
„კვირას“ ინფორმაციით, გოგონა 16 წლამდე ასაკისაა და ის სტუმრად მამიდასთან იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გოგონას ფეხი აქვს მოტეხილი. ის იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შს სამინისტროს განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები