თბილისში ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გვიან ღამით, თბილისში ტრანსგენდერზე თავდასხმა მოხდა. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც უფლებამდაცველი გიორგი ტატიაშვილი აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ტატიაშვილის ინფორმაციით, ორთაჭალაში ტრანსგენდერს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები