ყიზილაჯლოს ინციდენტის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ყიზილაჯლოს ინციდენტის 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი სათათბიროდ გავიდა.
პროკურატურა ექვსივე დაკავებულისთვის, მიმალვის საფრთხის გამო, პატიმრობას ითხოვს.
დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს . შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, 6 პირი გუშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები