ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყო. ცნობისთვის, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 პირი მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე დააკავეს. მომდევნო პროცესი 6 დეკემბერს გაიმართება.