პროკურატურამ, სასამართლოს, ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე პირების პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ ყიზილაჯლოში არჩევნების პროცესის ჩაშლისთვის დაკავებულ პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროკურატურა ექვსივე პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისათვის მუშაობის ხელის შეშლის და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 6 პირის დააკვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები