სროლა სტამბოლში – პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი შეიარაღებული ქართველი – ზაზა კორინთელი და ლური ანდრიაძე სტამბოლში ალი ჰაიდარის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ, საიდანაც 500 თურქული ლირა მოიპარეს. სწორედ ამ დროს სახლის მეპატრონე დაბრუნდა და მეზობლებს დასახმარებლად დაუძახა. ქურდებმა სახლიდან გასვლა იარაღის მუქარით მოახერხეს, მათ მიმალვა მანქანით სცადეს.
დაკავების ოპერაციის დროს პოლიციას და ქართველ კრიმინალებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რა დროსაც თურქი სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და ზაზა კორინთელი ფეხში დაჭრა. კორინთელი სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გაიყვანეს, პოლიციამ მეორე შეიარაღებული პირიც დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები