კან ტანია – აშშ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესს არ შეეწინააღმდეგება

ჟენევის დისკუსიების 37-ე რაუნდზე შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესს არ შეეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ განაცხადა.
ამასთანავე ტანიამ ამ განცხადებას ჟენევის შეხვედრაზე „პრაქტიკულად ერთადერთი დადებითი ფაქტი“ უწოდა.
ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს, თუმცა, საქართველოს დელეგაციის წევრების თქმით, თბილისი დოკუმენტებს მხოლოდ მოსკოვთან გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები