ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, საქართველოს მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ ფლავის მკვიდრი 29 წლის გიორგი ციცაგი დააკავეს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ციცაგმა .ე.წ. საზღვარი მეორედ დაარღვია.
ციცაგი სოფელ არცევის მახლობლად დააკავეს. ამჟამად მისი საქმე სასამართლოს გადაეცა. „სპუტნიკი“ იუწყება, რომ გიორგი ციცაგი ადრე ოსმა „მესაზღვრეებმა“ უკვე დააკავეს და მას 1 წლით და 6 თვით პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, როდესაც ის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში 80 კილოგრამი ხიზილალის და 120 ლიტრი თხევადი სასუქის შეტანას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები