ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ისინი ბეწვზე გადარჩნენ. ინციდენტი გუდაუთის რაიონში მოხდა. ამჟამად ე.წ. პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს.
თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ორი ტურისტი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მათ გზა შეიარაღებულმა პირებმა გადაუკეტეს. მძღოლმა მანქანა გააჩერა და უკან დაძრა. სწორედ ამ დროს თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ გამოცემა „ლაიფი” იუწყება.
სროლის შედეგად მანქანაში მყოფი ქალი ხელში და თავის არეში მსუბუქად დაიჭრა. ტურისტებზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე.