„ტოიოტა“ „პრიუსის“ მარკის 340 ათას მოდელს უკან იწვევს

იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“, „პრიუსის“ მარკის 340 ათას ჰიბრიდულ ავტომობილს უკან იწვევს. ეს გადაწყვეტილება 2015-2016 წლებში გამოშვებულ „პრიუსებს“ ეხება. ამის თაობაზე „როიტერი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება „ტოიოტამ” ავტომობილის სადგომ მუხრუჭში არსებული პრობლემების გამო მიიღო. „ტოიოტა პრიუსი” გაწვეული იქნება ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან და სხვა რეგიონებიდან.
„ტოიოტას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადგომი მუხრუჭის პრობლემებს არანაირი ინციდენტი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიამ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები