თამარ ჩერგოლეიშვილი: ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1-პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა

“ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1-პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა”, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ ფეისუბქში დისკუსიას, რომელიც უკვე მეორე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის გრძელდება. როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი განცხადებებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებში ხელი შეუშალა.
„რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა „ქოცების“ დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია – ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში – გაზომილია). მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1-პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ “გადაგვაგდო”. რატომ? …. ჩემი ვალია, რომ გამარჯვების რწმენა გავაღვივო, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნახევარი იმ პარტიას აძლევს ხმას, რომლის გამარჯვებისაც სჯერა. და ეს კარგად შევძელით. .. მიშას ჩამოსვლა რაზეა დამოკიდებული? ბილეთის აღებაზე არა? თუ არ აპირებ გვირაბის გამოთხრას, რას გვატყუებ? მითუმეტეს, როცა გიხსნით, რომ ხელს გვიშლის გამარჯვებაში“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისათვის, თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიის იმ მხარდამჭერთა შორის არის, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წაგებას, სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებსა და რიტორიკას უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები