ცხინვალში მამაკაცმა მანქანას ცეცხლი მოუკიდა და ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა
ახალგაზრდა მამაკაცმა ცხინვალში ავტომანქანას ცეცხლი მოუკიდა და თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ცხინვალის 24 წლის მკვიდრმა საკუთარ ავტომობილს ცეცხლი მოუკიდა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, მან თავში ავტომატიდან ისროლა და მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს პრესსამსახურში.
ჩხრეკის დროს ამ პირის სახლიდან „აკ-47“-ის სისტემის ავტომატია ამოღებული.