იმედა კახიანი: როგორ შეიძლება ამ ქალს ანდო შენი ქვეყნის ბედი – “წავიდეს, რულოვსი და თავის ოჯახს მიხედოს”

„სანდრა რულოვსი წავიდეს, თავის ოჯახს მიხედოს,“ – აცხადებს მსახიობი იმედა კახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც მსახიობი გამოცემასთან ამბობს, იგი არ ელოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი მხარს დაუჭერდა.
„არ ველოდი, ნაციონალები ასე მრავლად თუ შევიდოდნენ პარლამენტში. არა უშავს, იმდენი მაინც ვერ იქნებიან, რომ მათ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. რაც დრო გავა, ხალხი მეტად გამოფხიზლდება, თვალი აეხილება – ვინ იყვნენ ნაციონალები და რა საშინელება დამართეს საქართველოს. რულოვსი წავიდეს, თავის ოჯახს მიხედოს. მაინტერესებს, რას ფიქრობენ მაგისთვის ხმის მიმცემნი. ქალის პატივისცემა ჩვენთან რომ ვიცით, ისე სად იციან, მაგრამ როგორ შეიძლება ამ ქალს ანდო შენი ქვეყნის ბედი? არაფრის ამშენებელი ეგ არ არის, თავმოყვარეობა ხომ უნდა ჰქონდეს, წავიდეს თავი დაგვანებოს!“ – აცხადებს იმედა კახიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები