თამარ ჩუგოშვილი: აუცილებლად გავითვალისწინებთ სადამკვირვებლო მისიების ყველა შენიშვნას

2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოთქმულ შეფასებებსა და შენიშვნებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი – თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.
როგორც ჩუგოშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სადამკვირვებლო მისიების შენიშვნებს სამომავლოდ აუცილებლად გაითვალისწინებს, რათა საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ ყველა ის გამოთქმული შენიშვნა, რომ სამომავლოდ საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი, იყოს კიდევ უფრო თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო გარემო დადებითად შეაფასეს, თუმცა გარკვეულ დარღვევებზეც გაამახვილეს ყურადღება. მათ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს წარმატებული უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები