გულიელმო პიკი: ბევრი კუთხით, ამ არჩევნებმა ჩვენი მოლოდინი დააკმაყოფილა

“ბევრი კუთხით, ამ არჩევნებმა ჩვენი მოლოდინი დააკმაყოფილა, ამომრჩევლები უფრო მეტად ფოკუსირებულნი იყვნენ საქართველოს მომავალზე”, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გულიელმო პიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა.
„ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ვიმედოვნებდით, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩაივლიდა, ამომრჩევლები უფრო მეტად ფოკუსირებული შედეგებზე იქნებოდნენ და არა თვითონ პროცესზე. ბევრი კუთხით, ამ არჩევნებმა ჩვენი მოლოდინი დააკმაყოფილა, ამომრჩევლები უფრო მეტად ფოკუსირებულნი იყვნენ საქართველოს მომავალზე. არჩევნების კონკურენციის ელემენტი ნამდვილად სახეზე იყო. ქართველმა ხალხმა საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ გვინდა, რომ სიმწიფის ასეთივე დონე აჩვენოს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ“,- განაცხადა გულიელმო პიკმა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება მეორე ტურში პოლიტიკურ დონეზე დარჩება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ იმედი გვაქვს, პოლიტიკური დაპირისპირება მეორე ტურში დარჩება პოლიტიკურ დონეზე. ველოდებით, რომ როცა ახალი პარლამენტი დაკომპლექტდება, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მხოლოდ პოლიტიკის გამო და შეეშვებიან სპეკულაციას. ჩვენ ვგმობთ იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში. ამ არჩევნებით ხალხმა გაგვცა პასუხი და ჩვენ ამ პასუხს პატივი უნდა ვცეთ. საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს“,-აღნიშნა გულიელმო პიკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები