გიგა ბოკერია: 45 მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ 45 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაახლოებით 500 ათასი ხმა მიიღო.
”ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, დაწყებული იმით, რომ ლიდერები არიან ციხეში, იყო ძალადობა და ა.შ. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი, ეს არ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები. ეს იყო უტიფრად, დაშინებისა და ამომრჩევლის ნების გატეხვის მცდელობით, ძალაუფლების შენარჩუნება ივანიშვილის მხრიდან, ჩვენ გვაქვს, სავარაუდოდ, 500 ათასი ხმა, რომლის დაცვაც შევძელით და ვიქნებით სადღაც 45, მეორე ტურში”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, პარტიაში უკვე დაწყებულია კონსულტაცია, რომელიც მომავალ სამოქმედო გეგმას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები