უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის ჯარისკაცზე, 26 წლის დავით გამსახურდიაზე, რომელიც დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
რამდენადაც ცნობილია, გამსახურდია 16 სექტემბერს მძიმედ დაჭრეს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 173 უკრაინელი სამხედროა დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები