თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი სამხედრო დაიღუპა

ექვსი სამხედრო დაიღუპა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, პოლიციის შენობასთან მომხდარ აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. აფეთქების შედეგად  შვიდი ადამიანი, მათ შორის მმვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
აფეთქება ქალაქ სენდიმლის მახლობლად, ჰაკარის პროვინციაში, ერაყის და ირანის პროვინციების მახლობლად მოხდა. ამ რეგიონში „ქურთისტანის მუშათა“ პარტიაა ძალზე გააქტიურებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები