თელავი-ყვარლის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი სესიაშვილი ლიდერობს

​ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, თელავი-ყვარლის გაერთიანებულ 27-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – ირაკლი სესიაშვილი ლიდერობს, რომელმაც ხმათა 42,09%-ის მოგროვება შეძლო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს, მან ხმათა 34,98% მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ არსბეული მონაცემებით, 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, 47 უბნიდან 42 უბნის მონაცემებია დათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები