თამარ ჩუგოშვილი: მარნეულის ინციდენტი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

პარტია “ქართული ოცნების” წევრ თამარის, ჩუგოშვილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებზე გუშინ, მარნეულში მომხდარი ინციდენტით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიზნად ისახავდა, მთელ ქვეყანაში შექმნილიყო განცდა, რომ არჩევნები მიმდინარეობდა ძალადობრივ გარემოში და ის არ არის მშვიდი და სამართლიანი, რაც მისივე თქმით, არის არა “ქართული ოცნების”, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცველები მარნეულში გუშინ ეფექტურად მოქმედებდნენ. მისივე თქმით,  გუშინდელ ინციდენტში მონაწილე პირები პასუხს აგებენ კანონის წინაშე.
“მარნეულში, საარჩევნო უბანზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა განახორციელა,  მათ საფრთხე შეუქმნეს მოქალაქეებს, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს და მათი ქცევა შეიცავდა ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ხელმძღვანელობდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც პირდაპირ ეთერშიც კარგად ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით ეს ინციდენტი უწყვეტად, თითქმის სამი საათის განმავლობაში გადაიცემოდა და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ მთელ საქართველოში ყოფილიყო იმის განცდა, რომ არჩევნები მიმდინარეობდა ძალადობრივ გარემოში და არჩევნები არ არის მშვიდი და სამართლიანი, რაც ზოგადად, არის არა “ქართული ოცნების”, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება,” – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები