ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 7 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი ჩრდილოეთ ავღანეთში ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ბორტზე 4 პილოტი და სამი სამხედრო იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
ამასთანავე, მოძრაობა „თალიბანი“ იუწყება, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი მათ ჩამოაგდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები