ცესკო: საოლქო-საარჩევნო კომისიებში 110 საჩივარია შესული

ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 110 საჩივარია შესული. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საჩივრები დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ.
ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი საარჩევნო უბნებში აღმოიფხვრა.
„ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, რამდენიმე საჩივარი ხმის მიცემის პროცედურებს შეეხება. საოლქო-საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები