ლევან ვარშალომიძე: ამომრჩევლებს ვპირდები, რომ მათ ხმებს დავიცავ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარაში ხმების 37.3% მიიღო.
ვარშალომიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი თავიანთ ხმებს დაიცავენ და თავის ამომრჩეველს ხმის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებს. უბნებიდან კიდევ შემოდის ინფორმაცია. ჩვენ აჭარაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ უპატრონობა. პირველ რიგში, ამომრჩევლებს ვპირდები, რომ მათ ხმებს დავიცავ. აჭარა ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვებს“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები