მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის პროცესი დასრულდა

მარნეულში, 48-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის პროცესი დასრულებულია. შემაჯამებელი ოქმი და დალუქული ყუთი პოლიციის თანხლებით მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გადააქვთ.
”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის საარჩევნო შტაბის წინ ასევე შეკრებილები არიან მისი მხარდამჭერები და შტაბის წევრები.”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ასობით ადამიანია მობილიზებული.
პოლიცია მობილიზებულია როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის საარჩევნო შტაბის, ასევე ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბისა და #22-ე მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები