ცესკო-ს მონაცემებით, ავღანეთში გამართულ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა

ავღანეთის საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნება” ლიდერობს.
ცესკო-ს მონაცემებით, ავღანეთს პირველ საარჩევნო უბანზე, ბაგრამზე – “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 564 ხმა, “ნაციონალურმა მოძრაობამ”- 232, “თავისუფალმა დემოკრატებმა” – 214, “რესპუბლიკელებმა” -7. ამ უბანზე სულ 1471 ამომრჩეველი იყო და 1171-მა მიიღო მონაწილეობა. 27 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
ავღანეთის მეორე საარჩევნო უბანზე – მაზარი შარიფზე, სადაც სიაში 132 ამომრჩეველი იყო, არჩევნებში ყველამ მიიღო მონაწილეობა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო 65 ხმა, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” – 50. “თავისუფალმა დემოკრატებმა” – 7 ხმა, “რესპუბლიკელებმა” – არცერთი. ბათილად იქნა ცნობილი 3 ბიულეტინი.
ჯამში, ორივე ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 614 ხმა და მოიგო ავღანეთში ჩატარებული არჩევნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები