ცოტნე ანანიძე: საქართველომ არჩევნებთან დაკავშირებული ტესტი წარმატებით ჩააბარა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პროპორციული სიით ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩევნებთან დაკავშირებული ტესტი წარმატებით ჩააბარა.
„სრული ობიექტურობით შევაფასებ მთელ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული კუთვნილების სუბიექტი ვარ. მე მგონი, ყველა ობიექტური თვალი ხედავს, როგორ ვითარებაში ჩატარდა საარჩევნო პროცესი,“ – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას ანანიძემ.
მისივე თქმით, არჩევნები მხოლოდ კენჭისყრის დღეს არ არის.
“მთელი წინასაარჩევნო პერიოდი იყო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი. ყველა სუბიექტს, ვინც მონაწილეობდა საარჩვენო პროცესში, ჰქონდა თავისუფალი მედიით სარგებლობის საშუალება, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, ნებისმიერ თავის მომხრეს, ამომრჩეველს შეხვედროდა და თავისი საარჩევნო გზავნილები გაეცნო. ქართველი ხალხის არჩევანი, თოთოეული ადამიანის მიერ გაკეთებული არჩვევანი არის დაცული და ასახული ცენტრალური სარჩევნო კომისიის შედეგებში”, – განაცხადა ანანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები