გია გაჩეჩილაძე: რაც მოხდა მარნეულში, იყო ბარბაროსობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის“ სიის წევრი გია გაჩეჩილაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბარბაროსობად აფასებს. მისი განცხადებით, მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
„ის, რაც მოხდა მარნეულში, ეს იყო ბარბაროსობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ძალადობრივი გზით მიიღოს პროცენტები”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მარნეულში, „ქართული ოცნების“ შტაბთან შეკრებილები არიან თამაზ ნავერიანის მხარდამჭერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები