“მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იშრომა, რომ “ქართულ ოცნებას” ასეთი შედეგი დაედო”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იმედის“ ეგზიტპოლების შედეგებს ენდობა. გოგიჩაიშვილმა ყველა ამომრჩეველს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“, მათ პროგრამას და საქართველოს მომავალს მისცა ხმა, მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ დიდი ხანია ვატარებთ კამპანიას და ფაქტობრივად ის მოლოდინის განაწყობა არაფრით არ არის მეტი ან ნაკლები იმ შედეგზე, რაც ტელეკომპანია “იმედმა” დადო. მე პირადად ვენდობი ამ კვლევას. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვენდოთ ცნტრალური საარჩევნო კომისიის ოქმს, რომელიც დაიწერება. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ქალაქ თბილისში არჩევნებმა იმ ადგილას, სადაც თავად იყო და სადაც მისი შტაბი იყო. „ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იშრომა იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ ასეთი შედეგი დაედო,“- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის თქმით, არჩევნებში, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა და ის განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.
„ამომრჩეველმა განსაზღვრა ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” უპირობოდ გაიმარჯვა მთელ საქართველოში”, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ეკუთვნით ხმები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას და ყველა უნდა დაექვემდებაროს ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, რომელიც, მისივე თქმით, ცოტა ხანში ოქმში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები