ბოკერია სიჭინავას – თქვენ უბრალოდ ცრუობთ! – დაპირისპირება “იმედის” ეთერში (ვიდეო)

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და წამყვანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თეა სიჭინავამ ბოკერიას კითხვით მიმართა, იყო თუ არა მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმედ იმამყულიევის მხრიდან დარღვევა, რომელმაც განაცხადა პირდაპირ ეთერში, რომ თუ პრემიერი კვირიკაშვილი არ აღიარებდა მათ გამარჯვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთს გამოიტანდნენ.
აღნიშნულ კითხვაზე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტს უთხრა, რომ ის ცრუობდა.  მისი განცხადებით, მათი კანდიდატის მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები