ნიკა მელია: ასიათასობით ხმა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო, ახლა დასაცავია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადებით, ასიათასობით ხმა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო, ახლა დასაცავია. ნიკა მელიას თქმით, „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სხვაობა მინიმალურია.
“იმ ფონზე, როცა გამოკითხულთა 32% არ ასახელებს, თუ ვის დაუჭირა მხარი, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ეგზიტპოლის შედეგები ცხადყოფს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრი საარჩევნო უბანი და მათ შორის საარჩევნო ოლქიც მოიგო. ახლა მნიშვნელოვანია, დავიცვათ ხმები“, – აცხადებს მელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები