რუსეთმა კალინინგრადში „ისკანდერები“ განათავსა, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ

A Russian serviceman walks past Russian Iskander-M missile launchers before a rehearsal for the Victory Day parade, with the Moscow International Business Center also known as "Moskva-City" seen in the background, at a range in Moscow, Russia, May 5, 2016. REUTERS/Maxim Shemetov

რუსეთმა კალინინინგრადის ოლქში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები განათავსა, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. კალინინგრადი ლიტვასა და პოლონეთს შორის მდებარეობს.   ამის შესახებ „როიტერს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს.
„რაკეტები კალინინგრადის რეგიონში წვრთნების ფარგლებში იყო გადასროლილი. ეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სწავლების ნაწილია“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
ეს ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები