ირაკლი კობახიძე: გიორგი ტუღუშმა გაავრცელა ბინძური ტყუილი

„გიორგი ტუღუშმა გაავრცელა ბინძური ტყუილი და ბინძური სიცრუე“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერის, გიორგი ტუღუშის ბრალდებას, რომელმაც მარნეულში, N48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაადანაშაულა.
როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
„რაც შეეხება ნაცმოძრაობის სპიკერის, გიორგი ტუღუშის განცხადებას, რომელიც იყო სააკაშვილის ომბმუდსმენი და სააკაშვილის სასჯელაღსრულების ბოლო მინისტრი, მან გაავრცელა ბინძური ტყუილი , ბინძური სიცრუე, თუმცა, ესეც არ გვიკვირს ჩვენ, ბუნებრივია. გიორგი ტუღუშმა თქვა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. ჩვენ კიდევ ერთხელ, კიდევ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კონკრეტულ საარჩევნო უბანს თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და შეეცადნენ საარჩევნო მსვლელობის ჩაშლას და ყუთის გატაცებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ ვპირდებით „ნაცმოძრაობას” და მათ შორის, იმამ ყულიევს, რომელიც იყო ყველაფრის ორგანიზატორი, რომ ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები