ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი და მისი მხარდამჭერები მარნეულში სიტუაციის ხელოვნურად არევას ცდილობენ

“მარნეულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის მხარდამჭერები სიტუაციის ხელოვნურად არევას ცდილობენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციას და ძალადობის შემთხვევაში, ძალადობით ნუ უპასუხებენ.
„ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი და მისი მხარდამჭერები სიტუაციის ხელოვნურად არევას გეგმავენ. ისინი პოლიტიკური დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობენ. ეს ხდება სოფელ ყიზილაჯლოში. კერძოდ, 48-ე, 49-ე და 59-ე უბნებზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგებს არჩევნებს. 100-მდე მხარდამჭერია შეკრებილი და ისინი არეულობის პროვოცირებას ცდილობენ. მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს და იმამყულიევის მხარდამჭერებს, რომ ნუ მოაწყობენ არეულობას, ხელოვნურად დესტაბილიზაციას ამ კონკრეტულ სოფელში. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არ აჰყვნენ არცერთ შემთხვევაში პროვოკაციას და არავითარ შემთხვევაში, ძალადობას არ უპასუხონ ძალადობით. რაც მთავარია, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაერიონ ამ პროცესებში და სიტუაციის განმუხტვა უზრუნველყონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები