მიუხედავად ოკუპანტების წინააღმდეგობისა, 82 წლის მამაკაცი ხურვალეთიდან ხმის მისაცემად გადმოვიდა
სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 82 წლის დათა ვანიშვილი, რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, მავთულხლართებიდან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სპეციალურად საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად გადმოვიდა.
2010 წლის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობა ვანიშვილმა წელს პირველად მოახერხა.
მისი განცხადებით, რუსი სამხედროები მის შეჩერებას შეეცადნენ, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ამომრჩეველმა ხმის მისაცემად, მავთულხლართების გადაკვეთა მაინც მოახერხა.