შტორმმა „მეთიუმ“ აშშ-ში 1,4 მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
შტორმმა „მეთიუმ“ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1,4 მილიონი საცხოვრებელი სახლი და ოფისი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. „მეთიუ“ ფლორიდის, ჯორჯიის და სამხრეთ კაროლინის შტატებს დაატყდა თავს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაიტის კუნძულებზე „მეთიუს“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს გადასცდა. შტორმი „მეთიუ“ ატლანტის ოკეანეში ყველაზე ძლიერია ბოლო 10 წლის განმავლობაში.