ამომრჩეველმა ოკუპირებული ტერიტორია გადმოკვეთა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. ხურვალეთში ამომრჩეველთა საერთო სიაში ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მიღმა ცხოვრობენ. ერთ-ერთმა მათგანმა ოკუპირებული ტერიტორიის გადმოკვეთა შეძლო და საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა.
როგორც საარჩევნო უბანზე აცხადებენ, ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია და სასურველი არჩევანი უკვე ასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები