Wikileaks-მა კლინტონის და მსხვილი ბანკების ხელმძღვანელების დახურული შეხვედრის ჩანაწერი გამოაქვეყნა

საიტმა Wikileaks-მა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო  კანდიდატის, ჰილარი კლინტონის და მსხვილი ბანკების წარმომადგენელთა დახურული შეხვედრის ჩანაწერები გამოაქვეყნა. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ერთ-ერთ გამოსვლაში კლინტონი ბანკირებს ეუბნება, რომ ისინი უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ აშშ-ის ფინანსურ სექტორში რეფორმები გაატარონ.
გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, კლინტონმა ამ შეხვედრაზე თავისუფალ ვაჭრობას და ღია საზღვრებს დაუჭირა მხარი. კლინტონის ძირითადმა ოპონენტმა – „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კლინტონს ძირითადი სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა სურს.
რამდენიმე დღის წინ   WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებული „მნიშვნელოვანი მასალები“ გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები