თიბილოვი კადიროვის ინაუგურაციას დაესწრება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, ლეონიდ თიბილოვის ხელმძღვანელობით, გროზნოში გაემგზავრება, სადაც 12 ოქტომბერს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ინაუგურაცია გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
თიბილოვის გარდა, გროზნოში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯიოევი და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევიც შედიან.
კადიროვის ინაუგურაცია მისი 40 წლის იუბილეს ემთხვევა. ცერემონია შახბულატოვის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები