დონალდ ტრამპმა ქალებს ბოდიში მოუხადა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მანდილოსნებს ბოდიში მოუხადა. „მე ვიყენებდი სიტყვებს., რომელთა გამო ძალიან განვიცდი. არა ვარ მართალი და ბოდიშს ვიხდი“ – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ტრამპი ქალებზე სექსუალური ძალადობით ამაყობს.
ტრამპი სექსიზმში და ქალებთან არასათანადო მოქცევაში ადრეც დაუდანაშაულებიათ. ეს ფაქტები რამდენჯერმე მოიყვანა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა. ამის სანაცვლოდ ტრამპი კლინტონის მეუღლის, ბილ კლინტონის ღალატს იხსენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები