ქეთევან ციხელაშვილი: არჩევნების დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვა არალეგიტიმურია

„ეს არის საქართველოს მოქალაქეების უფლების შეზღუდვა, რომ ისინი გადაადგილდნენ და გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ნება არჩევნებში,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი 8 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარის დაკეტვის ფაქტს. მინისტრი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ საქართველოსთან საზღვარის დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, 2008 წლის შემდგომ ყველა არჩევნებისა და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს ხდება გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და ისედაც შეზღუდული გადაადგილების უფრო მეტად შეზღუდვა.
„ამას ცალსახად ერთი შეფასება აქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური, რაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გახლავთ ის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას უკავშირდება და ყველა ასეთ შემთხვევაში, წინა წლების განმავლობაში, სწორედ ანალოგიურ ზომებს მიმართავდა საოკუპაციო რეჟიმი. ეს არის საქართველოს მოქალაქეების უფლების შეზღუდვა, რომ ისინი გადაადგილდნენ და გამოხატონ თავიანთი ნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები