ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან საპარლამენტო არჩევნების დღეს  „საზღვარს“ კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს ე.წ. საზღვარი დაკეტილი იქნება. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროვოკაციების ეშინიათ.
„სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში შესულია ინფორმაცია, რომ არჩევნების დღეს რადიკალურად განწყობილი ელემენტები საქართველოში პროვოკაციების სერიას გეგმავენ, რათა საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს“, – აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილება 9 ოქტომბერს, დილის 7 საათიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები