გიორგი კვირიკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს

გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ფაქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება,“–აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები