აშშ-ის მოქალაქეს რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ

რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქის პროკურატურამ სასამართლოს აშშ-ის მოქალაქის, ჰულიო პრიეტოს საქმე გადასცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
29 წლის პრიეტო საზღვრის უკანონო გადაკვეთაშია ბრალდებული. მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძების ინფორმაციით, 14 სექტემბერს პრიეტომ ყაზახეთ-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. მას შემდეგ, რაც ამერიკელს „პავლოვკას“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთში შესვლაზე უარი განუცხადეს, ვინაიდან ვიზა არ ჰქონდა, მან საზღვარი სხვა ადგილას უკანონოდ გადაკვეთა. შემდეგ ის მესაზღვრეებმა დააკავეს.
ჰულიო პრიეტო ბრალს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები