პესკოვი – გროზნოში ბავშვთა საბრძოლო ტურნირების ჩატარება საზედამხედველო ორგანოებმა უნდა შეამოწმონ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გროზნოში ბავშვთა ორთაბრძოლების ტურნირები შესაბამისმა საზედამხედველო ორგანოებმა უნდა შეამოწმონ.
„თუ ამას ტელევიზორით აჩვენებენ, ეს თუ სიმართლეა, თუ იქ ბავშვების ნოკაუტს აჩვენებენ, ეს არის საბაბი იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები შესაბამისმა ორგანოებმა შეამოწმონ“ – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას. .
ამ საკითხის შესწავლის აუცილებლობის შესახებ უკვე განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილემ პაველ კოლობკოვმა.
ტურნირი Grand-Prix Akhmat 2016 Final გროზნოში ორი დღის წინ გაიმართა. მასში ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის შვილებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც 8, 9 და 10 წლის არიან.  10 წლის ახმად კადიროვმა თავისი მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩააგდო.
როგორც რამდენიმე დღის წინ რუსეთის შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფოიდორ ემელიანენკომ განაცხადა, ის, რაც გროზნოს ტურნირზე ხდებოდა, ყოვლად დაუშვებელია. „8 წლის ბავშვები ერთმანეთს ურტყამდნენ, ხოლო გახარებული მშობლები ამას უყურებდნენ“ – განაცხადა ემელიანენკომ და დაამატა, რომ ტურნირის მონაწილეებს წესების დარღვევით ბრძოლების დროს სპეციალური დამცავი ჩაფხუტები არ ეკეთათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები