თურქეთ-სირიის საზღვარზე აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სირიის იდლიბის პროვინციაში, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ბლოკ-საგუშაგოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება.
დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა ოპოზიციური სამხედრო დაჯგუფებების წევრია.
როგორც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საიტები იუწყებიან, ამბოხებულების სამხედრო კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.
აგვისტოში ამავე ბლოკსაგუშაგოზე თავდასხმის დროს 32 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები