ინდოელმა ჯარისკაცებმა ქაშმირში სამი „ბოევიკი“ გაანადგურეს

ინდოელმა ჯარისკაცებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქაშმირის შტატში სამი „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომლებიც სამხედროების ბაზაზე თავდასხმას აპირებდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით. „ბოევიკებსა“ და სამხედროებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიური ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ბოლო დღეებში ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, კერძოდ ქაშმირის შტატში, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამწვავდა. ინდოელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა. საპასუხოდ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს.
ამის შემდეგ ისლამაბადმა განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები განხილული იქნება როგორც სამხედრო აგრესია და პაკისტანი შესაბამის ზომებს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები