ავღანეთში „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურეს

მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი სარბარ მაჰამადი, რომელიც ასევე მოლა ეკდამის სახელით არის ცნობილი, ავღანეთში მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა „სინჰუა“ იუწყება. მოჰამადი „თალიბანის“ სამხედრო სარდალი იყო ჰელმანდის პროვინციაში.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ქალაქ ქუნდუზში შესვლა მოახერხეს. მოგვიანებით სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლის აღდგენა მოახერხეს. ამჟამად ამ რაიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები