აშშ ერაყში ბაზას აშენებს, რომელიც ქალაქ მოსულის გათავისუფლების დროს იქნება გამოყენებული

აშშ ერაყში ახალ ბაზას ააშენებს, რომელიც ქალაქ მოსულის გათავისუფლების დროს იქნება გამოყენებული. ბაზა ბაშიკის რაიონში აიგება და ის ანტოტერორისტული ოპერაციის დროს იქნება გამოყენებული, ამის შესახებ თურქული გამოცემა Milliyet იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ბაზის მშენებლობა იმ რაიონის სიახლოვეს მიმდინარეობს, სადაც თურქი სამხედროები სუნიტი ქვედანაყოფების  მეომრებს ამზადებენ.
გაზეთი Yeni Şafak იუწყება, რომ აშშ, ირანი და ერაყი ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან თურქეთის მოანწილეობა მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში. გასულ კვირას მოსულის მახლობლად 22 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩავიდა, რომელტა ვიზიტის შემდეგ ბაზის შმენებლობა დაიწყო.
გამოცემა   Habertürk-ის ინფორმაციით, მოსულის გათავისუფლების ოპერაცია, შესაძლოა, 20 ოქტომბრის შემდეგ დაიწყოს და მასში ქურთ მოხალისეებთან ერთად ანკარამაც მიიღოს მონაწილეობა.
ბაღდადმა უკვე გააფრთხილა თურქეთი, რომ ერაყიოს ტერიტორიაზე მისი სამხედროების ყოფნა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა. თავის მხროივ, ანკარაში ერაყის ელჩს ამ განცხადბეების შემდეგ საპროტესტო ნოტა გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები