შტორმ „მეთიუს“ ჰაიტიზე 23 ადამიანი ემსხვერპლა
ჰაიტის კუნძულებზე შტორმ „მეთიუს“ 23 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰაიტის ზოგიერთ რაიონთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, ასე რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ქვეყანაში დანგრეულია 3 ათასამდე საცხოვრებელი სახლი.
შტორმი „მეთიუ“ ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა 10 წლის განმავლობაში. ის ჰაიტის 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. შტორმს ძლიერი წვიმები და დამანგრეველი ქარი მოჰყვა. ჰაიტიზე მან მეწყერები და წყალდიდობები გამოიწვია.
ჰაიტი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მან ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები.